ტყიბულის რაიონის სოფელ კოკაში მუშებმა აქცია მოაწყვეს, ისინი სახელფასო დავალიანებებს მოითხოვენ. 150 ადამიანს დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი ერგება. აქციის მონაწილეები ორპირი-ცუცხვათის დამაკავშირებელი გზის დაგებაზე მუშაობდნენ. ადგილზე მომუშავე ყაზახური ფირმის წარმომადგენლის თქმით, დაქირავებული მუშახელი შეცდომაში შეიყვანეს და მათ ხელფასი ქართული ფირმისაგან ერგებათ. იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეებს დავალიანებებს არ გაუსტუმრებენ, ისინი გზის გადაკეტვით იმუქრებიან.