ვაზისუბნის მცხოვრებლები მრავალსართულიანი კორპუსის წინააღმდეგ - მეოთხე მიკრორაიონის პირველი კვარტლის მოსახლეობის მტკიცებით, ტერიტორიაზე სადაც ისინი სკვერის გაკეთებას ითხოვდნენ, თბილისის მერიამ კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა.
მათივე თქმით, გაიზარდა კოეფიციენტიც, შედეგად კი მალე ადგილზე 17 სართულიანი ნაგებობის მშენებლობა უნდა დაიწყოს.
მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს "ნაციონალური მოძრაობა". პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოს წევრის, ფრინდონ ინჯიასთან დაკავშირებულ სამშენებლო კომპანიასა და თბილისის მერიას შორის დადებულ გარიგებაზე საუბრობს.
„სავარაუდოდ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან, საკრებულოში არის ოპოზიციონერი დეპუტატი ფრიდონ ინჯია, რომლის კომპანიასაც და მის ბიზნეს პარტნიორებს მისცეს მშენებლობის ნებართვა, კოეფიციენტიც გაუზარდეს სავარაუდოდ იმის სანაცვლოდ, რომ ოპოზიციამ, კონკრეტულმა ადამიანმა, დეპუტატმა, ხმა არ ამოიღოს საკრებულოში,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.