სამწლიანი პატიმრობის შემდეგ ლიბიაში დაკავებულმა ქართველმა მეზღვაურმა საპატიმრო დატოვა. სოსლან კაკაბაძეს საკუთარ სახლში, ბათუმში ელოდებიან.
უკანონო პატიმარი საქართველოში ბოლო პროცედურების გავლის შემდეგ, რამდენიმე დღეში დაბრუნდება.
"მზარეულია ჩემი მეუღლე და თუნდაც გემზე კონტრაბანდა ყოფილიყო მზარეულს არაფერი კავშირი არ აქვს"-ამბობს კაკაბაძის მეუღლე დონარა გოგიტიძე.
ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად სამუშაოდ კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში წავიდა. სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში, ეკიპაჟი, რომელშიც სოსლან კაკაბაძე იმყოფებოდა, ლიბიაში დააკავეს.