17 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
ადამიანის უფლებები, დანაშაულის გამოუძიებლობა, "რუსთავი2"-ის და აფგან მუხთარლის საქმეები - ომბუდსმენი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს

სახალხო დამცველი დეპუტატებს 2017 წლის ანგარიშს  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გააცნობს. 347 გვერდიან ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. გამოხატვის თავისუფლების თავში მოხვდა „რუსთავი 2“-ისა და აფაგან მუხთარლის საქმეები.

ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტი. სხვა თემებთან ერთად ანგარიშში აღნიშნულია, ძალოვანთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის არაეფექტური გამოძიებაც.

ნინო ლომჯარია დეპუტატთა შეკითხვებსაც უპასუხებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ომბუდსმენის ანგარიშის გათვალისწინება ყოველთვის ხდება. რატი იონათამიშვილის თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია.  

„საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა წლიდან წლამდე ვითარდება და ძლიერდება. პრაქტიკიდან გამომდინარე ჩვენ უმეტესობას სახალხო დამცველის ანგარიშებისას ვიზიარებთ და ვეთანხმებით,“-ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

საწინააღმდეგო აზრი აქვთ საპარლამენტო ოპოზიციაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ვითარების გაუარესებაა. ამის მაგალითად რომან გოცირიძეს აფგან მუხთარლის და ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეები მოჰყავს. მისი თქმით, პრობლემებია მედიისა და სასამართლოს თავისუფლების კუთხით.

„მრავალი გამოუძიებელი საქმეები, სასამართლო სისტემის ფაქტობრივად ფეხქვეშ გათელვა. ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველი გამოიჩენს პრინციპულობას“-ამბობს გოცირიძე.

სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ „ევროპულ საქართველოშიც“. პარტიის ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძე ომბუდსმენის ანგარიშს დადებითად აფასებს.  

„ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე პრობლემები. ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე“-ამბობს კახიძე.

დღის ამბები