17 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
ხვალიდან დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევა იკრძალება

ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევა იკრძალება.

დღეს კი ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში სპეციალური საბჭო შეიკრიბება და სიახლის დეტალებს კიდევ ერთხელ განიხილავენ.

ახალ რეგულაციები გამონაკლისებსაც ითვალისწინებს - მათ შორის აეროპორტების კონკრეტულ ტერმინალებსა და კაზინოებს.

კანონდარღვევისთვის პირველ ჯერზე ფიზიკური პირისთვის განკუთვნილი ჯარიმა ასი ლარია, იურიდიული პირისთვის კი ათასი.

დღის ამბები