NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ, ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს.
კითხვაზე რომელი ქვეყანა უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ - შედეგები ასე გადანაწილდა.
აშშ - 30%
საქართველო - 17%
რუსეთი - 13%
აზერბაიჯანი - 3%
თურქეთი - 2%
გერმანია - 1%
არც ერთი - 13%
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.