17 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ქართულ ჯარს 27 წლის იუბილე პრეზიდენტმა და პრემიერმა მიულოცეს

ქართული ჯარი 27 წლისაა. საზეიმო ღონისძიებები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს იუბილე ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა პირადად მიულოცეს.

„მადლობა მინდა გითხრათ იმ სიამაყისთვის, რომლითაც მე ვივსები ხოლმე, როდესაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვესაუბრები, იმ სიმტკიცისთვის რომელსაც იჩენთ და იჩენდნენ თქვენი თანამებრძოლები საერთაშორისო მისიებში“- მიმართა პრეზიდენტმა ჯარს.

ჯარს 27 წლის იუბილე მიულოცა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საქართველოს პრემიერმა.

„ქართული სახელმწიფოს ძლიერება დიდწილად არის დამოკიდებული ჯარის ძლიერებაზე ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვიწევენ. დღეს აქ წარმოდგენილია არაერთი ჩვენი პარტნიორის დროშა, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აშშ-ს დახმარება“- განაცხადა პრემიერმა.

ჯარს მიმართა თავდაცვის მინისტრმაც. ლევან იზორიამ რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ურყევად დგას ნატოსკენ მიმავალ გზაზე.

„10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩვენ ისევ მტკიცედ ვდგავართ იმ გზაზე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროში ინტეგრირება, რასაც ჰქვია ნატოში საქართველოს გაწევრიანება“- განაცხადა იზორიამ.

დღის ამბები