"ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, ცალკე თავი ეთმობა ინსტიტუტებისა და პოლიტიკური ფიგურების საქმიანობის შეფასებას.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად 17% აფასებს, ძალიან ცუდად 1%. კარგად 39% აფასებს, ცუდად - 6%.
ქართული ჯარის მუშაობას 9% ძალიან კარგად , ძალიან ცუდად 1% აფასებს. ჯარის მუშაობას 47% კარგად აფასებს, 6% კი თვლის, რომ ჯარი ცუდად მუშაობს.
საქართველოს პოლიციის მუშაობას ძალიან კარგად აფასებს, გამოკითხულთა 6%, 2% კი თვლის, რომ პოლიცია ძალიან ცუდად მუშაობს. 35%-ის აზრით, პოლიცია კარგად მუშაობს, 11%-ს კი მიაჩნია, რომ პოლიცია ცუდად მუშაობს.
სასამართლოების მუშაობას ძალიან კარგად მხოლოდ 2% აფასებს, 6% - ძალიან ცუდად. 12% თვლის,რომ სასამართლო კარგად მუშაობს, 24% კი თვლის, რომ ცუდად.
მთავარი პროკურატურის მუშაობას ძალიან კარგა 2% აფასებს, ძალიან ცუდად 3%, კარგად - 14%, ცუდად - 17%.
რაც შეეხება პარლამენტს, გამოკითხულთა 1% თვლის, რომ პარლამენტი ძალიან კარგად მუშაობს, 8%-ს მიაჩნია, რომ ძალიან ცუდად. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას კარგად 12% აფასებს, ცუდად კი 28%.
იუსტიციის სახლების მუშაობას ძალიან კარგად 9 %, კარგად კი 47% აფასებს, ძალიან ცუდად აფასებს 1%, 5% კი თვლის, რომ იუსტიციის სახლები ცუდად მუშაობს.
20% თვლის, რომ სახალხო დამცველის აპარატი კარგად მუშაობს, 11% კი თვლის, რომ ცუდად.