17 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
აქცია სიღნაღის მუნიციპალიტეტში - სოფელ საქობოში პატიმარ დიმიტრი ჭრელაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში პატიმარ დიმიტრი ჭრელაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ახალგაზრდა უკანონოდ არის დაკავებული.

მათი თქმით, სამართალდამცავები ჭრელაშვილს იმ დანაშაულს ედავებიან, რომელიც მას არ ჩაუდენია.

ქურდულ სამყაროსთან კავშირში დადანაშაულებული ახალგაზრდა დაკავების დღიდან შიმშილობს. ოჯახის მტკიცებით, მას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სოფელი არ გამორიცხავს, რომ საპროტესტო აქციები გლდანის ციხესთან გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით, რამდენიმე პირი კახეთსა და თბილისში ერთდროულად აიყვანეს.

გამოძიების მტკიცებით, ისინი ევროპაში მცხოვრები კანონიერი ქურდების დავალებით, კონკრეტულ პირებს თანხას სძალავდნენ.

დღის ამბები