17 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
„მოსახლეობა უკმაყოფილოა და არანაირი ნდობა არ აქვს მთავრობის მიმართ“ -ოპოზიცია NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება

„საზოგადოება ცალსახად აფასებს რუსეთს როგორც ოკუპანტს მიუხედავად მთავრობის პროპაგანდისა“-ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობა“ NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვის შედეგებს.

ნინო კალანდაძე ამბობს, რომ საზოგადოებამ ღიად გამოუცხადა უნდობლობა მთავრობას.

„ორი რაღაც არის ყველაზე მკვეთრად გამოხატული. ერთი, თუ რამდენად უკმაყოფილოა მოსახლეობა ხელისუფლების საქმიანობით. მკვეთრად გაუარესებულია მთავრობის საქმიანობის მიმართ ნდობა. და ამავდროულად პრაქტიკულად არანაირი ნდობა და პატივისცემა არ აქვს ისეთი ინსტიტუტების მიმართ , როგორიც არის საქართველოს პარლამენტი . რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. იმიტომ, რომ ეს მოსახლეობაში გაზრდის ნიჰილიზმს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. და თავისთავად ნიშნავს რომ დემოკრატიის ხარისხი კიდევ უფრო უარესდება,“-განაცხადა ნინო კალანდაძემ.

NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ეხმაურება „ევროპული საქართველოც“ გიგა ბოკერიას განცხადებით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ივანიშვილის გუნდს აქვს სრული უნდობლობა.

„განსაკუთრებული სიახლე რასაც კვლევა ასახავს, რომელიც არ არის ჩვენთვის სიახლე, არის ის მძიმე მდგომარეობა რაშიც ჩააყენა ქვეყანა ივანიშვილის გუნდმა კორუფციის და კრიმინალის თვალსაზრისით და ბუნებრივია საზოგადოება ამას ხედავს. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ არის მყარი კონსენსუსი იმაზე, რომ უარყოფითი მიმართულებით მიდის ქვეყანა. და ოპოზიციის და კერძოდ ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა ამ მომენტში დავამყაროთ კონტაქტი ამომრჩეველთან და ჩვენი ხედვა მივიტანოთ,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები