დედაქალაქის მერი, საპარლამენტო უმრავლესობის მსგავსად NDI-ს გამოკვლევებს უნდობლობას უცხადებს.
კახა კალაძეს მაგალითისთვის 2012 წლის გამოკითხვის შედეგები მოჰყავს, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობდა. თბილისი მერი ამბობს, რომ შედეგი 2012 წელს არჩევნების შედეგები იყო აბსოლუტურად განსხვავებული და ეს არის პასუხი ორგანიზაციის სანდოობის მხრივ.
„ჩვენი მიდგომები იცით NDI-სთან დაკავშირებით. მოყოლებული 2012 წლიდან ადგილობრივ ოფისს, რომელიც ატარებს ამ კვლევებს ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული. ჩვენ გვახსოვს მათი კვლევები. 2012 წელი ავიღოთ თუნდაც. თუნდაც ყველა არჩევნები, ხო არსებობს ამისი სტატისტიკა, შეგიძლიათ აიღოთ , ნახოთ მათ მიერ ჩატარებული კვლევები რას გვეუბნებოდა. კვლევა რა არის?!-ზოგადად, აჩვენებს მოსახლეობის განწყობას და დამოკიდებულებას. რა შედეგებით მთავრდებოდა არჩევნები?!- შესაბამისად ამით ყველაფერი არის ნათქვამი,“-განაცხადა კახი კალაძემ.
NDI-მ გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ ნდობა არის დაბალი. მათშორის სახელდება საქართველოს პარლამენტიც.