17 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
თბილისი-სენაკის ცენტრალური ავტომაგისტრალის ოსიაურის მშენებარე მონაკვეთზე მომუშავეები გაიფიცნენ

შიდა ქართლში დასაქმებულები გაიფიცნენ - თბილისი-სენაკის ცენტრალური ავტომაგისტრალის ოსიაურის მშენებარე მონაკვეთზე სამუშაოები ამ დროისთვის პარალიზებულია. 80-მდე დასაქმებულმა სამუშაოები დასვენების დღისა და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით შეწყვიტა.

მათი განცხადებით, დღის და ღამის ცვლა ერთი ტარიფით ანაზღაურდება, დასაქმებულებს არ ეძლევათ შესვენების უფლება, არ აქვთ დასვენების დღე, მოუწესრიგებელია კონტრაქტების საკითხი, ადგილი აქვს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებსაც კი.

კონტრაქტორი ჩინური კომპანიის „სინო ჰიდროს“ ქართველი წარმომადგენელი აცხადებს, რომ დასაქმებულებთან შეთანხმებას უახლოეს მომავალში შეძლებენ.

დღის ამბები