17 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
გაწევ-გამოწევა და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - სხდომა ჩაიშალა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ოპოზიციასთან და მოსახლეობასთან დაპირისპირების გამო ჩაიშალა.

საკრებულოში მისულ მოსახლეობას, მათ შორის სოციალურად დაუცველებს, პრობლემებზე საუბრის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილობრივების თქმით, მათ არაერთი განცხადება აქვთ შეტანილი თვთიმმართველობაში, თუმცა უშედეგოდ.

ისინი სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად მივიდნენ. მას შემდეგ კი რაც მოსახლეობას არ მიეცა შესაძლებლობა ესაუბარა პრობლემებზე, სიტყვით მურთაზ ზოდელავა გამოვიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„ვითხოვ, რომ ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა მოისმინონ ხალხის მოთხოვნები. აქ ადამიანები არიან მოსული პრობლემებით. რუხის მოსახლეობაა მოსული, რომლების მიწებსაც ისაკუთრებს შენგელია. განმუხურის მოსახლეობაა, რომელიც ორი წელია უშედეგოდ ითხოვს გაზიფიცირებას“ -აცხადებს ზოდელავა.

დღის ამბები