03 იანვარი 2025,   21:08
ვრცლად
შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 27 წელი გავიდა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოს შეიარაღებული ძალები დაარსებიდან 27 წელს, ჯაველინების ტიპის თავდაცვითი შეიარაღებით შეხვდა. ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები, რამაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უნდა გააძლიეროს, ვაზიანის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გამოფინეს.

      თავდაცვითი კატეგორიის შეიარაღება საქართველოს 175 მილიონი დაუჯდა. ვაზიანში დღეს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოებული მსუბუქად შეჯავშნილი, მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანაც წარმოადგინეს, რომლის შექმნა, ბორჯომის ხეობაში მომხდარი ხანძრების შემდეგ გადაწყდა.

      საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირ ჯარისკაცებს დღეს პატივი ქვეყნის მთავარსარდალმა მიაგო.

      ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში, მემორიალთან ჯარისკაცები - პრეზიდენტთან ერთად მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრი გაიხსენეს. ღონისძიებას საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

      საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მასშტაბური სწავლებით აღნიშნეს სამშვიდობო მისაში მყოფმა ჯარისკაცებმაც. ბაგრამის ბაზაზე საჩვენებელი სწავლების მიზანი ქართველი მშვიდობისმყოფელების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა იყო.

      შეირაღებული ძალების დღეს ქვეყანა 1991 წლიდან მას შემდეგ აღნიშნავს, რაც 30 აპრილს საქართველოში სავალდებულო სამხედრო გაწვევა დაიწყო.

      დღის ამბები