17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
ხანძარი საკირეს ტყეში - ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი გუშინ საღამოს გაჩნდა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

განადგურებულია დაახლოებით ნახევარ ჰექტარამდე ტყის ფართობი. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფები, ხანძრის ლოკალიზებას 30 მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.

ვითარების სირთულისა და რთული რელიეფური მდგომარეობის გამო საჭირო გახდა თბილისიდან დამატებითი ძალის გამოძახებაც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

“გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. მობილიზებულია მაქსიმალურად სახანძრო ტექნიკა. რაც შეეხება ქვის ცვენას, დიდი საშიშროება არ არსებობს. კონტროლირებადია სიტუაცია,“-განაცხადა „კურიერთან“ საუბრისას სამაშველო სამსახურის უფროსმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ილია თავთეთრიშვილმა.

დღის ამბები