საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დღეიდან მოწევა იკრძალება. კანონი მკაცრდება და თამბაქოს მოხმარება უკვე დაუშვებელია ყველა დახურულ დაწესებულებაში, მათ შორის ბარ-რესტორნებში.
გაუქმდება აქამდე არსებული ზღვარიც, რომელიც მწეველებისა და არამწეველებისთვის სივრცეს ერთმანეთისგან ყოფდა.
გამონაკლისი იქნება აეროპორტის სატრანზიტო ზონა, კაზინოები, სიგარა-ბარები და პენიტენციალური დაწესებულებები.
წესების დამრღვევი დაწესებულება პირველ ეტაპზე 500, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდება. ურჩი მოქალაქის შემთხვევაში კი საქმეში უკვე სამართალდამცველი ჩაერთვება.