პარტიზანი მებაღეები იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ხეების მოჭრას აპროტესტებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ტერიტორიაზე გვიან ღამით იმყოფებოდნენ, რა დროსაც ხეების მოჭრის პროცესი მიმდინარეობდა.
ხეების მოჭრა ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას უკავშირდება. მერიის ინფორმაციით, მშენებლობისას ხეების მოჭრა გარდაუვალი იყო. დედაქალაქის მთავრობა ამ ტერიტორიაზე 140 ახალი ხის დარგვის პირობას დებს.
აქტივისტები კი თბილისის ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და თბილისის მერთან შეხვედრას მოითხოვენ.
„ფიზიკურად უნდა გადავეფაროთ ამ ხეებს და მოვითხოვოთ კალაძესთან შეხვედრა, რომ ჩვენი ბიუჯეტის თანხები დაიხარჯოს მიზნობრივად და არა ჩვენს დასახოცად,“-განაცხადა ნატა ფერაძემ.