17 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
პროკურატურის გამჭვირვალე და დამოუკიდებელი საქმიანობა - ევროკავშირის წარმომადგენლობის და IDFI-ის ​პროექტი

პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალე, დამოუკიდებელი და ეფექტური მუშაობისთვის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და IDFI-ის მიერ მომზადებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

ინიციატივა 2 წლის განმავლობაში მთავარ საგამოძიებო უწყებასთან ინტენსიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. პროექტის დეტალები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

„განვიხილავთ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის რეფორმის მიმდინარეობა იქნება. შეხვედრაზე იქნებიან მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები, პროკურორის მოადგილე. იქნება ტრენინგები პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის“-აცხადებს ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” ანალიტიკოსი მარიამ თუთბერიძე.

დღის ამბები