17 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
დასაქმებულთა საერთაშორისო დღე - პროფკავშირი ფართომასშტაბიანი მანიფესტაციისთვის ემზადება

დასაქმებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროფკავშირები საპირველმაისო მანიფესტაციისთვის ემზადება.

მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება და პარლამენტის შენობასთან აქციით დასრულდება.

მონაწილეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ ქვეყანაში შრომითი სფეროს რეფორმირებას და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ.

„ეს არი პრობლემები საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, უმუშევართა შემწეობა, გაფიცული ადამიანები, რომლებიც გზებზე მუშაობენ და ბუნებრივია, იმ მანიფესტში, რომელსაც დემონსტრანტები გაუგზავნიან მთავრობას საუბარი იქნება იმ პრობლემებზე, რომლებიც დასაქმებულ ადამიანებს აქვს“-აცხადებს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

დღის ამბები