"თანასწორობის მოძრაობა" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან სოფო კილაძის გათავისუფლებას ითხოვს.
ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ კილაძის საქმიანობა და ღირებულებები ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპებს არ შეესაბამება.
ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციას მოძრაობის წევრები პარლამენტთან გამართავენ, სადაც კიდევ ერთხელ გამახვილდება ყურადღება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღის აღნიშვნის აუცილებლობაზე.
„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ჰქონდა ჩანიშნული 17 მაისს გარკვეული ღონისძიების გაკეთება, რომელზეც სოფიო კილაძის პასუხი იყო, რომ მათი ნებაა და არაფერს გააკეთებენ წელს. რაც არის დამამცირებელი, პარლამენტმა უნდა გადააყენოს კილაძე, რადგან ამ კომიტეტისა და ადამიანის საქმიანობა ყველაფერია გარდა ადამიანის უფლებების დაცვისა“- აცხადებს "თანასწორობის მოძრაობის"" აქტივისტი გიორგი თაბაგარი.