17 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
"თანასწორობის მოძრაობისა" და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" კონტრაქცია პარლამენტთან - დაკავებულია ერთი პირი 

პარლამენტთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. საკანონმდებლო ორგანოს წინ ორი აქცია იმართება.

"თანასწორობის მოძრაობა" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან სოფო კილაძის გათავისუფლებას ითხოვს.

ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ კილაძის საქმიანობა და ღირებულებები ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპებს არ შეესაბამება. აქციის მონაწილეები კილაძის გათავისუფლებასთან ერთად 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღის აღნიშვნის აუცილებლობაზე საუბრობენ. 

პარალელურად კონტრაქციას მართავს „მართმადიდებელ მშობელთა“ კავშირი. ორგანიზაციის აქტივისტთა თქმით, ისინი არ დაუშვებენ ქვეყანაში „უმსგავსობა მოხდეს“ და ლგბტ თემმა 17 მაისს აქცია მოაწყოს.

რამდენიმე წუთის წინ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მართლმადიდებლური მშობელთა კავშირის წევრებმა კვერცხები ისროლეს. სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი წევრი გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს. 

დღის ამბები