17 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა 13 ივნისისთვის გაიხსნება - სამუშაოები კალაძემ და პრემიერმა დაათვალიერეს

წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანდა, თვენახევარში გაიხსნება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა და პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერეს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კონსტრუქციები თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით კეთდება და უსაფრთხოება დაცული იქმნება.

„ვერეს ხეობაში სრულიად ახალი კონსტრუქციები ეწყობა, რომელიც ასევე უზრუნველყოფს, რომ რაც მაშინ მოხდა, რომ მოგლეჯილი ხე-ტყის ნარჩენებმა ჩახერგეს და წყალი დაგუბდა, ასეთი რაღაც აღარ მოხდება. ბადეები იქნება დამონტაჟებული, სოფელ ახალდაბაშიც გადის ახალი გზა,“- განაცხადა კვირიკაშვილმა.

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელებისთვის, დაახლოებით, 26 მილიონი დაიხარჯა.  

„სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულდება, ალბათ, 13 ივნისისთვის შესაძლებელი იქნება სრულად დამთავრებული და გახსნილი იყოს ეს მონაკვეთი, გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები