17 ნოემბერი 2024,   20:12
ვრცლად
ხანძარს ბორჯომში ცოცხალი ძალით ებრძვიან - სახანძრო მანქანები ცეცხლის კერამდე ვერ მიდიან

ბორჯომის სოფელ საკირეში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სამაშველო ოპერაციებში თბილისიდან ჩასული 60–მდე მეხანძრე ჩაერთო.

ამ დრომდე ხანძარს მხოლოდ ცოცხალი ძალით ებრძვიან, რადგან სახანძრო მანქანები ცეცხლის კერამდე ვერ მიდიან.

ტერიტორია კლდოვანია ამიტომ ხანძარის სოფლამდე მიახლოების საშიშროება არ არსებობს. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური ამ ეტაპზე სამაშველო ოპერაციებში ვერც ვერტმფრენის ჩართვის საჭიროებას ხედავს.

შემთხვევის ადგილზე გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი ჩადის.

ხანძარი, გუშინ, 30 აპრილს, დაახლოებით, 19:00 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია. ხანძარი სოფლიდან, დაახლოებით, შვიდი კილომეტრის მოშორებითაა.

დღის ამბები