„რუსთავი 2"-ის მეგაშოუს „მხოლოდ ქართულის“ მეორე ლაივკონცერტზე 90-იანი წლების სიმღერების ახლებური ვერსიები გაჟღერდა. სცენაზე კონკურსანტებთან და ზვიად ბოლქვაძესთან ერთად ჯგუფი „ნიუტონიც“ იდგა.
აუთსაიდერებს შორის ქრისტინე შუშაძე და ქრისტინე ჯაფარიძე აღმოჩნდნენ. „მხოლოდ ქართული“ ქრისტინე ჯაფარიძემ დატოვა.
საკუთარი ვოკალური და საშემსრულებლო მონაცემებით ჟიურისა და მსმენელის მოხიბვლას ამჯერად უკვე 9 კონკურსანტი შეეცდება. „რუსთავი 2-ის“ მაყურებელი მომდევნო ორშაბათს, ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კომპოზიციების ახალ ვერსიებს მოისმენს.