ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდში მცხოვრებ იური მშვიდობაძეს ავტოფარეხიდან „ოპელის“ ფირმის ავტომობილი მოპარეს. ქურდობა წუხელ მოხდა.
სახლში 85 წლის მოხუცი მარტო ცხოვრობს და მას არაფერი გაუგია. მეზობლების თქმით, ავტომანქანის გარდა წაღებულია პლაზმური ტელევიზორი და წყლის საქაჩი.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს ცხემლისხიდში მომხდარი მეორე შემთხვევაა.