17 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
"ეს არის ე.წ. ურთმელიძის წესი" - ოთარ კახიძე მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის წესს აპროტესტებს

„ევროპულ საქართველო“ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის წესს ეხება.  ოთარ კახიძის თქმით, ელექტრონული განაწილების პრინციპის პარალელურად, სპეციალურ მოსამართლეებს საქმეები პირდაპირ დაეწერებათ.

მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციას კი სასამართლოს თავმჯდომარე განსაზღვრავს. კახიძის თქმით, სწორედ ამ პრინციპით შეირჩა „რუსთავი ორის“ საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძეც.

„სასამართლოს თავმჯდომარეს გადაეცა უფლება თავად განსაზღვროს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია. ეს არის ე.წ. ურთმელიძის წესი. ვინაიდან „რუსთავი 2“-ის საქმეზე  მოსამართლე ურთმელიძე შეარჩიეს სწორედ ამ უკანონო და არასწორი პრინციპის გამოყენებით. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანაღვლებს არა მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და დეცენტრალიზაცია , არამედ ანაღვლებს სასამართლოს კონკრეტული ერთი ჯგუფის მიერ მართლმსაჯულების სისტემის მართვა,“-განაცხადა ოთარ კახიძემ. 

დღის ამბები