29 სექტემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ხანძარი ჩხოროწყუს მე-2 სკოლაში

ხანძარი ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლაში - ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა.

ადგილზე სამი სახანძროა მობილიზებული. მეხანძრეებმა მოსწავლეების და პედაგოგების ევაკუაცია დროულად მოახდინეს. შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მისი ლიკვიდირება ვერ ხერხდება და შენობაში დაკვამლიანებაა.

ცეცხლის კერა პედაგოგმა შენიშნა, რომელმაც სამაშველო ბრიგადა გამოიძახა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები