17 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია.

სოფელ საკირეში ხანძრის ადგილას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი ჩავიდა. გიორგი მღებრიშვილმა ადგილზე დაათვალიერა ხანძრის კერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

მისი განცხადებით, ხანძარი 2 ჰექტარ ფართობზე გავრცელდა და 10 კერაა აღმოჩენილი, რაც ხანძრის ბუნებრივი გზით გაჩენას გამორიცხავს.

მისი ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება.

ადგილზე სპეციალისტები ვითარებას დრონების საშუალებით აკონტროლებენ.

ხანძარს ბორჯომის ხეობაში, თითქმის, 17 საათს ებრძოდნენ. შემთხვევის ადგილზე 30 ადგილობრივი და 70 დამხმარე მაშველი მუშაობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები