17 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
გიორგი ბოტკოველი სოფელ იორმუღანლოში ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო 

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, გიორგი ბოტკოველი, სოფელ იორმუღანლოში მამედ ისაევის ოჯახში იმყოფებოდა. ისაევების ოჯახი მაღაზიას ფლობდა, რომელიც საგადასახადომ 14 ათასი ლარით დააჯარიმა, შემდგომ კი საცხოვრებელი სახლი დაუყადაღა.

მოგვიანებით, გადახდის მიუხედავად, სახლს ყადაღა არ მოუხსნეს და ამავე უწყების თანამშრომელზე გაყიდეს.

ადგილობრივების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა და სოფელში ყოველი მეორე ოჯახი მსგავსი პრობლემის წინაშე დგას.

„ეს არის შემთხვევა, რომელსაც უკვე სისტემატური ხასიათი აქვს. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება და ბანკები ერთობლივად ხელს უწყობდნენ მცირე ბიზნესის განვითარებას, ერთობლივად ხელს უწყობდნენ მოქალაქეების უკეთეს ყოფას, პირიქით, ისინი ასე სადისტურად ექცევიან მოსახლეობას,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

დღის ამბები