ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 7.25 პროცენტზე ტოვებს.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ზუგდიდში მონეტარული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კობა გვენეტაძის თქმით, არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონესთან ახლოს შენარჩუნდება.