პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე ფეხით მსვლელობა გაიმართა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, დარეგულირდეს შრომითი უფლებები, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და ღირსეულ პირობებში მუშაობას.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, შევიდეს შესაბამისი ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, ვინაიდან, მათი შეფასებით, ამ კუთხით ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა.