17 ნოემბერი 2024,   20:15
ვრცლად
სიკვდილი 4 ლარად - "მეფედრონს", რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ახალგაზრდები ონლაინმაღაზიებში ყიდულობენ

ნარკოვაჭრობა ონლაინმაღაზიებით - უკვე დადასტურებულია, რომ ბოლო დღეებში საავადმყოფოში მოხვედრილმა ახალგაზრდებმა ახალი თაობის ნარკოტიკი „მეფედრონი“ სწორედ ინტერნეტით შეიძინეს.  

ონლაინმაღაზიაში 3 გრამი „მეფედრონი“ 200 ლარი ღირს და 50-მდე ადამიანის საკმარისი დოზაა. ანუ, ამ პრეპარატით ერთი ადამიანის ნარკოტიკული თრობა 4 ლარი ღირს.

ასეთი ვებგვერდის არსებობას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. თუმცა, მისი დაბლოკვა გახარიას უწყებამ ვერ შეძლო.  

ბოლო დღეებში ე.წ. კლუბური ნარკოტიკით მოწამლული 10 ახალგაზრდიდან 2 დაიღუპა, სამი კი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. 

დღის ამბები