17 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
Mercedes-Benz Fashion Week - ქართველი დიზაინერები წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის ემზადებიან

ქართველი დიზაინერები წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის ემზადებიან. დიზაინერებმა საკუთარი ნაშრომი შესაფასებლად პირველად უნდა გამოფინონ 100-მდე უცხოელი და კიდევ ბევრად მეტი ქართველი დამთვალიერებლისთვის.

იმის გამო, რომ Mercedes-Benz Fashion Week-ზე, წინა სეზონებთან შედარებით, ორჯერ უფრო მეტ უცხოელ სტუმარს უნდა დასწრება, თბილისში შესაბამისი სიდიდის მხოლოდ ერთი სივრცე ნახეს. პირველად ცირკში 25-მდე ქართველი დიზაინერი საკუთარ კოლექციას წარადგენს, ასევე მოეწყობა შოუები, გამოფენები.

ეს ისტორიული შენობა 5 დღის განმავლობაში 200-მდე უცხოური მედიისა და მაღალი მოდის სფეროს წარმომადგენლის მასპინძელი გახდება.

მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში საქართველო 3 მაისიდან იქნება.

ცირკში კვირეულს ტრადიციულად ავთანდილი გახსნის. 5 დღის განმავლობაში კი სულ 44 ქართველი და უცხოელი დიზაინერი საკუთარ კოლექციებს, თბილისის ცირკის გარდა, კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე განსხვავებული ფორმითაც წარადგენენ.

 

 

 

დღის ამბები