17 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
„პირველად რა გაგვიკეთა, მეორედ რომ მოვიდა" - იმერეთში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურებიან

„პირველად რა გაგვიკეთა, მეორედ რომ მოვიდა“ - ასე ეხმაურებიან იმერეთის რეგიონში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

მოქალაქეების დიდი ნაწილი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია.

მოქალაქეების ერთი ნაწილი ამბობს იმასაც, რომ ივანიშვილი არც არსად წასულა და მთელი ეს პერიოდი კულისებიდან მართავდა ქვეყანას.

„დაბრუნებული რა,  აქ იყო და იმალებოდა ჩრდილში“ - აცხადებენ სამტრედიაში.

კითხვაზე, რატომ გახდა მისი დაბრუნება საჭირო, მოქალაქეები ამბობენ, რომ მას საკუთარი ინტერესები აქვს და გარდა ამისა, ერთ-ერთი მიზეზი ქართულ ოცნებაში არსებული დაპირისპირებაც არის.

„შეარიგებს მოჩხუბარ ბავშვებს,“ - ამბობენ იმერეთში.

მოქალაქეების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ რეალურად მათთვის არაფერი შეიცვლება. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოცდილება მიიღო და ახლა უკეთ იმუშავებს. 

იმერეთში თვლიან, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის გაერთიანება სწორი გადაწყვეტილებაა. 

დღის ამბები