17 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
„რა გააკეთა ივანიშვილმა? დაღუპა ქვეყანა და დაათრევს ხეებს" - თბილისში ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებენ

დედაქალაქში მცხოვრები მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება.

„აქედან რომ წავიდეს, უკეთესი იქნება“, "საშინელებაა, კატასტროფა“ - თვლის თბილისელების ერთი ნაწილი.

გამოკითხულთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ის არც არსად წასულა და მიიჩნევს, რომ ოპოზიცია აუცილებლად უნდა გაერთიანდეს.

მოქალაქეების ამბობენ, რომ სხვაობაა მხოლოდ ის, რომ არაფორმალური მმართველი დაუბრუნდა ფორმალურ მმართველობას.

„არაფორმალური მმართველობა ისევ დაუბრუნდა ფორმალურ საზღვრებს,“ - ფიქრობენ თბილისში.

ამასთან, ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის არაფერი გაუკეთებია.

„რა გააკეთა ივანიშვილმა? დაღუპა ქვეყანა და დაათრევს ხეებს,“ - ამბობენ თბილისში.

გამოკითხულთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ ივანიშვილის დაბრუნება ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება.

„ძალიან კარგია, რომ ბრუნდება,“ - ამბობს გამოკითხულთა ნაწილი. 

დღის ამბები