ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი „ოცნების“ გადარჩენის მიზეზით ხსნის.
ასპინძა, ახალციხე, ბორჯომი - გამოკითხულთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ხალხისთვის არავინ არ არის და მნიშვნელობა არა აქვს, ივანიშვილი სახლში იჯდება, თუ პოლიტიკაში დაბრუნდება.
„გაუჭირდათ, აირივნენ-დაირივნენ და შეეშინდათ,“ - ამბობენ ბორჯომში მცხოვრები მოქალაქეები.
მოსახლეობის ერთი ნაწილი ამბობს, რომ მას საკუთარი მიზეზი აქვს დაბრუნების და ხალხი ნაკლებად აინტერესებს.
თუმცა, მოქალაქეები ნაწილი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებული პრობლემების მოგვარებას შეძლებს.