„როცა არჩევნები იწყება, მაშინ კი არ უნდა გამოვიდეს პოლიტიკაში“ - ასე ეხმაურებიან რუსთავში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.
მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ მას არაფერი გაუკეთებია და მხოლოდ საკუთარი მიზნების განხორცილებას ეწევა.
„ხეების გადატანას უნდება და ხალხი კიდევ მშიერია,“ - ამბობენ რუსთავში.
გამოკითხულთა ნაწილი ფიქრობს, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეცვალოს.
რუსთავში აცხადებენ, რომ თავიდან ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილის იმედი, მაგრამ იმედები გაუცრუვდათ.