17 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
"ერთხელ იყო ეგ მოსული, მორეკა ნახირი და ახლა გარეკვას უპირებს" - შიდა ქართლში ივანიშვილის მეორედ მოსვლას ეხმაურებიან

შიდა ქართლში  ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მცდარ ნაბიჯად აფასებენ. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ მისი დაბრუნება პოზიციური იქნება ოცნებისთვის და არა ხალხისთვის.

"ერთხელ იყო ეგ მოსული, მორეკა ნახირი და ახლა გარეკვას უპირებს," - ამბობენ გორში.

მოსახლეობის ერთი ნაწილი ამბობს, რომ ოცნებამ ქვეყანა უკიდურეს გაჭირვებამდე მიიყვანა და ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

მოქალაქეების დიდი ნაწილი ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს.

„უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, ასე არაფერი გვეშველება,“ - ამბობენ გორში.

თუმცა, მოქალაქეების ერთი ნაწილი თვლის, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება დადებით შედეგს გამოიღებს.

ბიძინა ივანიშვილის იმედი არა აქვთ არც ქარელსა და ხაშურშიც. მოქალაქეები ამბობენ, რომ მას საკუთარი მიზნები აქვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები