17 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
თავისუფლების მეტროსთან დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

თავისუფლების მეტროსთან დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მეორე დაშავებული კი უკვე სახლში გაწერეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამით დაიწყო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დააკავეს თუ არა დამნაშავე, რომელმაც 29 და 20 წლის მამაკაცები ცივი იარაღით დაჭრა, ამ ეტაპზე უცნობია.

დღის ამბები