29 სექტემბერი 2024,   23:19
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ნუცუბიძეზე - დაშავებულია ერთი ადამიანი

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ნუცუბიძის ქუჩაზე.
ერთმანეთს ორი მსუბუქი - ნისანისა და კადილაკის მარკის ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მანქანა გაჩერებულ ავტომობილს, მეორე კი ბოძს შეეჯახა. დაშავებულია ერთი ადამიანი. იყო მანქანის აფეთქების საშიშროება, რის გამოც
ადგილზე  სახანძრო სამაშველო ბრიგადა მივიდა.

დღის ამბები