ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს თოიძის ქუჩაზე მცხოვრები ნინო ლორთქიფანიძე უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა სახლში ჩხრეკა ჩაატარეს იარაღს ეძებდნენ, თუმცა ნივთმტკიცება ვერ ამოიღეს, რის შემდეგაც მისი შვილიშვილი მეგობართან ერთად დაკითხვაზე გადაიყვანეს. ლორთქიფანიძე არ გამორიცხავს, რომ პოლიციამ ახალგაზრდებს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდოს.
“ნახე რაც დაემართება სანდროსო, რაღაც ნივთმტკიცება რომ გააქროო. ჩანთა და ჯიბეები ამომიტრიალეს. საშიშროება არის რომ მეორედაც მოვიდნენ ვითომ ორდერით და დააგდონ სადმე“-ამბობს ირინკა გვასალია.