"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კვლევას გაასაჯაროვებს.
ორგანიზაციამ კვლევა იმის გასარკვევად ჩაატარა თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გამოყოფილი 52 მილიონი ლარი.
დეტალები პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი, მანამდე კი საია-ში ამბობენ, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა არსებულ საჭიროებებზე არ ნაწილდება.