17 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
აქცია ქობულეთში - მოსახლეობა ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს

ქობულეთის მოსახლეობა ხელისუფლებას პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
4 სოფლის 100-მდე მცხოვრები სოფელ ცეცხლაურში შეიკრიბა.

მათი მტკიცებით, ტერიტორიაზე, რომელსაც ადგილობრივები საყანე ფართებად იყენებდნენ, ხელოვნური ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება. ხალხი ამბობს, რომ კომპენსაცია რომელიც მათ მიწების დათმობის სანაცვლოდ მისცეს იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამას ხელისუფლება ჰპირდებოდა.

„ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი რამე არ მოხდება, ნაგავი შეგვჭამს, მწერი დაესევა, ჩვენ სად წავიდეთ, ან მოგვცენ რამე ფართი და წაგვიყვანონ აქედან“- ამბობს აქციის მონაწილე ალი ბერიძე.

დღის ამბები