17 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
აქცია ქუთაისში - მოსახლეობა ბუკიას ქუჩაზე ტერიტორიის გაყიდვას აპროტესტებს

ქუთაისში ბუკიას ქუჩის მაცხოვრებლებმა მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვა გააპროტესტეს.

გასხვისებული ტერიტორია უკვე შემოღობილია და სავარაუდოდ, იქ მშენებლობაც იგეგმება.

აქციის მონაწილეეები რეაგირებას მერიიდან სამი კვირაა ელოდებიან.

„მერიამ გვითხრა, რომ ვერავინ წაგართმევთ ამ ტერიტორიასო, მე მგონია, რომ ეს რეალურად ხალხის მოტყუებაა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადგილი თუ მასე არის არ გაყიდიდნენ ,მაგრამ გაიყიდა“ -ამბობს აქციის მონაწილე მამუკა ხურციძე.

დღის ამბები