პროტესტი კანონდარღვევით მიმდინარე მშენებლობის წინააღმდეგ. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჯამასპიშვილების ოჯახი კომპანია "დელუქს ისანის" მიერ დაწყებული კორპუსის მშენებელობას აპროტესტებს.
ისინი უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მშენებლობამ მათი სახლიც დააზიანა. ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ მშენებლობის გამო უკანონოდ ჩაკეტილი გზა გახსნა, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა კი მშენებლობა დროებით შეაჩერეს.
დაზარალებულ ოჯახთან ნაციონალური მოძრაობის წევრებიც მივიდნენ.
„კორპუსი გვადგას თავზე, თქვენ თვითონაც ხედავთ. ამ ოჯახში არიან მცირეწლოვანი ბავშვები და ეზოში ფიზიკურად ვერ ვუშვებთ. სახურავი დაგვიზიანდა, ანადგურებენ ყველაფერს“- აცხადებს მარიკა ჯამასპიშვილი.
საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლილე ლიპარტელიანი ამბობს, რომ მშენებლობაზე ნებართვა კახი კალაძეს დეკემბერში აქვს გაცემული. ის ითხოვს ადგილზე კალაძე მივიდეს.