თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სომხური ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხს რელიგიათა საბჭო განცხადებით გამოეხმაურა.
საბჭო თანდოიანცის ტაძრის სომეხთა სამოციქულო ეკლესიისთვის დაბრუნებას ითხოვენ. მათივე მტკიცებით, უნდა შეწყდეს ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებიც, რომელიც ძეგლს იერსახეს უცვლის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ არაერთი ისტორიული წყარო და ფაქტი ადასტურებს, რომ საბჭოთა ოკუპაციამდე ნაგებობა სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა.