თბილისში, ქსნის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ხელყუმბარა იპოვეს. „კურიერის“ ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მესამე სართულზე, იმ ბინასთან იპოვეს, რომელშიც ყოფილი პოლიციელი ცხოვრობს.
ხელყუმბარა შემთხვევით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნახა და პატრულს აცნობა. ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ექსპერტიზაზეა გადატანილი. დანაშაულის მოტივები უცნობია, თავად ყოფილი სამართალდამცველის ოჯახი მომხდარზე მედიასთან არ საუბრობს.