17 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
ადვოკატები პროკურატურის წინააღმდეგ - უფლებადამცველების თქმით, მათზე ზეწოლა ხორციელდება

ადვოკატები პროკურატურის წინააღმდეგ - სამი ადვოკატი აცხადებს, რომ მათზე პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ზეწოლას ახორციელებს და საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლის.

მათი ინფორმაციით, 2015 წელს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება მათ მიერ დოკუმენტების შესაძლო გაყალბების ფაქტზე და სამი წლის შემდეგ საგამოძიებო ორგანოები ახლა ადვოკატებს აიძულებენ, აღიარონ დოკუმენტების გაყალბება.

სამი უფლებადამცველი აცხადებს, რომ პროკურატურა მათთვის ბრალის წარსადგენად ემზადება, რისი საბოლოო მიზანიც ყველა ადვოკატის დაშინება და სახიფათო პრეცენდენტის შექმნაა.

დღის ამბები