ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მედიკამენტების კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
ბრალდებულმა, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით, ჯამში 33 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა.
კონტრაბანდული საქონლის საბაზრო ღირებულება 7 000 ლარამდე იყო. მიმდინარეობს გამოძიება, წაყენებული ბრალი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.