პირი, რომლის დაცვასაც პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" წევრები ცდილობდნენ მირიან სარიშვილია. პოლიციის ინფორმაციით ის ნარკოტიკს უკანონოდ ასაღებდა, რის გამოც სამართალდაცმველებმა მისი გაჩხრეკა გადაწყვიტეს, ამაში კი ხელი "გირჩის" წევრებმა შეუშალეს. პოლიტიკური ცეტრის წარმოამდგენლები სარიშვილის დაკავებას ეწინააღმდეგებოდნენ. ამის მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მირიან სარიშვილი ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანა. მოგვიანებით კი ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ბრალდებით დააკავეს.